კარლო ანჩელოტი: იდეალურად არ გვითამაშია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" უპრობლემოდ დაამარცხა ბრიუსელის "ანდერლეხტი" (3:0), მისმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კი აღნიშნა, რომ მის ფეხბურთელებს მოედანზე თავი არ მოუკლავთ:

"გვინდოდა მოგვეგო და მოვიგეთ. იდეალურად არ გვიასპარეზია, მაგრამ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით. უპირატესობას ჩვენ ვფლობდით და შესაძლოა, ამიტომ არ ვთამაშობდით მაქსიმალურად სწრაფად.

ვცდილობდით მოგვეძებნა თავისუფალი ზონები. რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო სწრაფად შეგვეტია, თუმცა ამის აუცილებლობა არ იყო. ტოპ-მატჩი არ იყო. ეს ამ ეტაპზე საკმარისი გახლდათ. მეტოქე ღრმად იყო ჩამდგარი დაცვაში. მოკლედ, ბიჭებზე აუგი არ
მეთქმის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული