უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ალეგრი: "ბარსას" თუ ზონები გაუხსენი, მერე ვეღარ შეაჩერებ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგაზე "კამპ ნოუზე" 0:3 წაგება ასე ახსნა:

"ბიჭებს თამაში ურიგოდ არ დაუწყიათ, მაგრამ მომენტები უნდა გამოიყენო. მოწინააღმდეგემ პირველივე შეცდომისას დაგვსაჯა. დაგვსაჯა შესვენებამდე 30 წამით ადრე. ვერ შევაჩერეთ მესი. არადა, თუნდაც ჯარიმის ფასად უნდა შეგვეჩერებინა.

ნაანტრაქტევს დიბალამ ვერ გაიტანა გოლი. "ბარსას" თუ ზონები გაუხსენი, მერე ვეღარ შეაჩერებ. გასულ სეზონში კატალონიელებთან ტურინში შესანიშნავად ვითამაშეთ და მომენტების უმრავლესობა გამოვიყენეთ. ახლა ტურნირზე სხვა ვითარებაა.

გვინდოდა კარგად დაგვეწყო. არ გამოგვივიდა. "ოლიმპიაკოსი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. "კამპ ნოუზე" ასულგრანას დაჯაბნვის ილუზია არ
გვქონია, მაგრამ ბურთის შეგდების შესაძლებლობა გვქონდა".