სატელევიზიო დუელები ინგლისში: ლიგები, რომლებშიც მილიარდს იხდიან

AutoSharing Option
ინგლისი არა მარტო საფეხბურთო დუელებით გამოირჩევა, არამედ დიდი სატელევიზიო დაპირისპირებებითაც.

ჩემპიონთა და ევროპის ლიგის სატელევიზიო უფლებების მოსაპოვებლად,  ყველაზე დიდი აუქციონი ინგლისში გაიმართა.

ერთმანეთს ისეთი სატელევიზიო გიგანტები უპირისპირდებოდნენ, როგორებიცაა: "BT SPORT",  "SKY SPORT" და "ITV". გამარჯვება "BT SPORT"-ს დარჩა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაუჯდა. 2021 წლამდე ტელევიზიას" ყოველწლიურად 394 მილიონი  და საერთო ჯამში, სამ წელიწადში 1.2 მილიადი გირვანქა სტერლინგი ექნება გადასახდელი. 

ინგლისის პრემიერლიგის სატელევიზიო უფლებებზე მონოპოლია მხოლოდ "BT SPORT"-მა ვერ შეძლო და ჩემპიონატის ლიცენზიას SKY SPORT-იც ფლობს. სატელევიზიო უფლებები ორივე არხმა
2019 წლამდე მიიღო და ეს სიამოვნება 5.136 მილიარდი უჯდებათ. ამ ორი არხის ფინანსურ დუელში ვერ ჩაერთო "BBC", რომელსაც მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგის მიმოხილვების გაკეთება 204 მილიონი დაუჯდება. 

სამაგიეროდ, "BBC"-მ და "BT SPORT"-მა ერთად, ინგლისის თასზე უფლებები 2012 წლამდე - 200 მილიონად მოიპოვა. ინგლისის სხვა თასებზე უფლებებს SKY SPORT-ი ფლობს 2019 წლამდე და ეს ჯამში 270 მილიონი უჯდება.

ინგლისის ნაკრების სატელევიზიო მატჩებზე სატელევიზიო უფლებები "ITV"-ს და "SKY SPORT"-ს აქვთ 2022 წლამდე. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ ეს ყველაზე იაფია და 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი უჯდებათ ჯამში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული