"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეროი სანეს სამსახურით ლა ლიგის გიგანტები დაინტერესდნენ. 

როგორც ცნობილია, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ვარსკვლავი მომავალ სატრანსფერო ფანჯარამდე გადაწყვეტს, გაახანგრძლივოს თუ არა გუნდთან ხელშეკრულება. ამ ინფორმაციას ადგილობრივი Bild-იც ადასტურებს. 

რაც შეეხება ინტერესს, 27 წლის ფეხბურთელის მიმართ მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" იჩენენ. "რეკორდმაისტერისა" და ლეროის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა. შეგახსენებთ, სპორტსმენს გუნდთან ხელშეკრულება 2025 წლამდე აქვს გაფორმებული. 

რაც შეეხება სტატისტიკას, ბუნდესლიგაში სანემ წელს 6 მატჩი გამართა და თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული