ფეხბურთი

ტრანსფერი

კეპა "რეალში" ითამაშებს - მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" და "ჩელსი" კეპა არიზაბალაგას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

Relovo-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ცნობით, 28 წლის მეკარე "სამეფო კლუბში" იჯარის წესით გადავა, ტრანსფერი რამდენიმე საათში გამოცხადდება.

მოგეხსენებათ, კეპა მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტიბო კურტუას ტრავმის შემდეგ "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა გააქტიურდა და ტრანსფერიც გაჩარხა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით