ფეხბურთი

ტრანსფერი

55-60 მილიონი ტონალის სანაცვლოდ - "ნიუკასლი" სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ "ნიუკასლი" სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობას "მილანიდან" სანდრო ტონალის გადაბირება სურს. Calciomercato-ს ცნობით, ინგლისელებმა იტალიურ მხარეს უკვე მიმართეს და 55-დან 60 მილიონამდე თანხა შესთავაზეს.

როგორც Areanapoli წერს, სანდრო კარიერის ინგლისში გაგრძელებით დიდად არ არის დაინტერესებული, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ხელფასს, რომელსაც "ნიუკასლის" ხელმძღვანელობა "როსონერის" ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერს სთავაზობს, გამორიცხული არაფერია. იმავე Areanapoli-ს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის გასამრჯელო ახლა 3-3.5 მილიონი ევროა, ინგლისში გადასვლის შემთხვევაში კი ანაზღაურებას გაუორმაგებენ.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით