ფეხბურთი

ტრანსფერი

"ეს ფეხბურთელები "იუნაიტედს" ძალიან დაეხმარებიან..." - რიო ფერდინანდი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა 2 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც მისმა ყოფილმა გუნდმა რამენაირად უნდა გაიფორმოს.

"გუნდს დეკლან რაისი სჭირდება, ეს ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" მოედნის ცენტრში უპირატესობას მისცემს. ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ ბელინგემის ტრანსფერი ძალიან წაგვადგება, ჯუდი "დორტმუნდის" ერთ-ერთი ლიდერია, მჯერა, რომ ის ჩვენთან მოვა" - განაცხადა რიომ.

შეგახსენებთ, ვრცელდება ჭორები, რომ კრიშტიანო რონალდოს "იუნაიტედის" დატოვება სურს, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ინგლისელების ტრანსფერები რეალური ხდება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით