ფეხბურთი

ტრანსფერი

დიბალამ ახალ გუნდთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა, ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება

AutoSharing Option
არგენტინელი ფორვარდი პაოლო დიბალა კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. TyC Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

დიბალა "ნერაძურისთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, წლიური ანაზღაურება კი 6 მილიონ ევროს შეადგენს. ტრანსფერი 1-ელ ივლისს გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, პაოლოს ტურინის "იუვენტუსი" ახალ კონტრაქტსა და წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ფორვარდმა წინადადება იაუარა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით