კომანის ირგვლივ არსებულ სიტუაციას 2 გრანდი აკვირდება

AutoSharing Option
კინგსლი კომანმა შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს.

როგორც ცნობილია, ფრანგის მხარე და კლუბის ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, შემტევს ხელფასის გაორმაგება სურს. შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის 25 წლის ფეხბურთელი 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მას კი სეზონში 20 მილიონის მიღება სურს. "რეკორდმაისტერი" კი 13 მილიონ ევროს იქით გადახდას არ აპირებს.

Sport Bild-ის ცნობით, ამ სიტუაციას ყურადღებით "ბარსელონა" და "ჩელსი" აკვირდებიან, ფრანგმა კი შესაძლოა თავი ერთ-ერთ გუნდში ამოყოს.

შეგახსენებთ, შემტევმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრა გამართა, თავი კი 2 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული