Don Balon: ნეიმარი შესაძლოა მანჩესტერულ კლუბში გადავიდეს

AutoSharing Option
ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს კვლავ სურს პსჟ-დან წასვლა.

Don Balon-ის ინფორმაციით, ნეიმარის მთავარი მიზანი მადრიდის "რეალში" გადასვლაა, მაგრამ თუ ეს ტრანსფერი არ შედგა, მაშინ ბრაზილიელს გეგმა B-ც აქვს მომზადებული. ამ შემთხვევაში ნეიმარი მანჩესტერულ კლუბებში შეეცდება გადასვლას.

ნეიმარს უფრო მეტად ხოსეპ გვარდიოლას გუნდში სურს გადასვლა, თუმცა "ოლ ტრეფორდზე" მას ლიდერის ფუნქცია გარანტირებული ექნება, იტყობინება გამოცემა.

ნეიმარის მსურველ კლუბს მასში 400 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუმცა ბრაზილიელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ უწერია.

ნეიმარმა პსჟ-
ის მაისურით 30 მატჩში 29 გოლი გაიტანა. ამ დროისთვის კი ის ტრავმას იშუშებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მორიგი დეზინფორმაციაა! არ დაიჯეროთ. ნეიამრს მსგავსი არაფერი უთქვამს. თავად თქვა, რომ მსურს პსჟ_ს დიდ კლუბად ჩამოყალიბებაში დავეხმაროვო. მე ყურადღებას არ ვაქვევო პრესას. პრესა ჭორიკნების და ინტრიგნების ბუდეა და წაკალეს ტვინი ტყუილების ლაყბობით.
1234 ნეიმარი არასოდეს გადავა რეალისნაირ ტუფტა კლებში.
18:11 03-04-2018
1
დავიწვი ბიჭო შენი საცოდაობით, დაბრუნდი და პირობას გაძლევ ნახევარი ძალით ვითამაშებ.
MESI
13:40 03-04-2018
0

სიახლეები პოპულარული