ფეხბურთი

ტრანსფერი

ლუის სუარესმა შესაძლოა ზაფხულში "ბარსელონა" დატოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლუის სუარესმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

31 წლის ურუგვაელი ფორვარდის მიმართ ინტერესი MLS-ის რამდენიმე კლუბმა გამოხატა, რომლებმაც ფეხბურთელს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

მიმდინარე სეზონში სუარესმა "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.