Marca: გარეთ ბეილი მადრიდის "რეალს" ზაფხულში დატოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი გარეთ ბეილი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, - იუწყება ესპანური გამოცემა Marca.

გამოცემის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელს "სამეფო კლუბის" ნდობის ლიმიტი ამოეწურა. უელსელი "რეალის" ბოლო 4 მატჩიდან 3-ს სათადარიგო სკამიდან იწყებდა, მათ შორის, უმნიშვნელოვანეს მატჩს პსჟ-სთან.

ამბობენ, რომ მადრიდულ კლუბში მიმდინარე სეზონში ბეილის მოქმედებებით უკმაყოფილონი არიან, კერძოდ კი, მისი მცირე წვლილით გუნდის დაცვაში.

"რეალი" ბეილის გაშვების მომხრე ჯერ კიდევ წინა ზაფხულში იყო, მაგრამ მაშინ ესპანურმა კლუბმა სასურველი თანხა 90 მილიონი ევრო ვერავისგან მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული