"ლესტერი" ალჟირელმა ფეხბურთელმა მაინც დატოვა

AutoSharing Option
ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ უკვე დასრულებულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ლესტერს" რიად მაჰრეზი დატოვებდა, თუმცა "მელიათა" რიგებში  მეორე ალჟირელი აღარ იასპარეზებს. კლოდ პიუელის განკარგულებაში ამიერიდან, ისლამ სლიმანი აღარ იქნება.

აფრიკელი "ნიუკასლში" სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით იასპარეზებს.

"ჩემთვის და "ნიუკასლისთვის" ეს შესანიშნავი გარიგებაა. მე ვიცი, რა დიდებული ფანები ჰყავს ამ გუნდს და ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი გავხდი. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს რაფაელ ბენიტესთან საუბრის შემდეგ მივიღე", - განაცხადა წარდგენის შემდეგ სლიმანიმ.

ალჟირელმა სახელი ლისაბონის "სპორტინგში" კარგი ასპარეზობით გაითქვა, რის შემდეგაც პრემიერლიგაში მოხვ
და და ბურთს "ლესტერში" აგორებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული