პსჟ-მა მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
32 წლის ნახევარმცველი ლასანა დიარა კარიერას პსჟ-ში განაგრძობს. მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ვეტერანი შუახაზელი პსჟ-სთან 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს. ბოლოს იგი "ალ-ჯაზირას" შემადგენლობაში ირიცხებოდა.

კარიერის განმავლობაში მას "ჩელსის", "ანჟის", "მარსელის" მოსკოვის "ლოკომოტივის" და სხვა კლუბების სახელით უასპარეზია.

დიარა პარიზში რამდენიმე დღეში ჩავა და კონტრაქტსაც გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული