ალექსის სანჩესის პირველი კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სამხრეთამერიკელი "წითელი ეშმაკების" ტელარხს ესაუბრა.

"ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ "მანჩესტერის" ფორმა მომერგო და ეს ოცნება ახლა რეალობად გადაიქცა. როდესაც აქ გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, ამაზე არც კი დავფიქრებულვარ. ვფიქრობ, რომ ამ კლუბს ყველაფრის მოგება შეუძლია, რომელ ტურნირზეც იასპარეზებს".

სანჩესი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელსაც "მანჩესტერში" ერიკ კანტონა, დევიდ ბექჰემი და კრიშტიანო რონალდო ირგებდნენ. მან ამის შესახებ შემდეგი თქვა:

"როდესაც მეუბნებიან, თუ რომელი ფეხბურთელები ატარებდნენ ამ ნომერს, თავში მხოლოდ ერთი აზრი მომდის
- უნდა მოვიგო ყველაფერი, რაც შესაძლებელია. ასე რომ, ამ მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

რა იქნებოდა ჩემი პირველი გზავნილი "იუნაიტედის" ფანებისთვის? - ალექსის სანჩესი თქვენთანაა! - ის ძალიან მშიერია და სურს, რომ ყველა ტურნირი მოიგოს", - აღნიშნა სანჩესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული