ESPN: "ჩელსის" მარკო არნაუტოვიჩი აინტერესებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზში გაძლიერება სურს და პრესამაც "არისტოკრატების" ინტერესს არაერთი ფეხბურთელის გვარი მიაწერა.

დღეს გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი მათგანი "ვესტ ჰემის" შემტევი მარკო არნაუტოვიჩია.

ავსტრალიელი "ჩაქუჩების" რიგებში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "სტოკიდან" გადავიდა და საკმაოდ წარმატებულადაც ასპარეზობს.

არნაუტოვიჩთან ერთად, "ჩელსის" სავარაუდო შენაძენთა სიაში ენდი ქეროლი, პიტერ კრაუჩი, ედინ ჯეკო და ეშლი ბარნსი არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული