რობინ ვან პერსი როტერდამის "ფეინოორდში" დაბრუნდა

AutoSharing Option
34 წლის თავდამსხმელი რობინ ვარ პერსი როტერდამის "ფეინოორდში" დაბრუნდა. ჰოლანდიურ კლუბთან მან ხელი 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა.

ვან პერსი კარიერას სწორედ "ფეინოორდში" იწყებდა და იგი ამ გუნდში 2001-04 წლებში ასპარეზობდა.

მან ძირითადად სახელი პრემიერლიგაში თამაშით გაითქვა, სადაც ლონდონის "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმით ასპარეზობდა.

რობინი, 2015 წლიდან მოყოლებული, "ფენერბაჰჩეს" ფორმას ირგებდა, თუმცა მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა და კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული