"რეალი" მზადაა ჰარი კეინში სარეკორდო 226 მლნ ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდის ჰარი კეინის შეძენას გეგმავს.

"სამეფო კლუბი" მზადაა 24 წლის ინგლისელის სანაცვლოდ სეზონის ბოლოს 200 მილიონი ფუნტი გადაიხადოს (226 მლნ ევრო), რაც ნეიმარის სარეკორდო ტრანსფერს (220 მლნ ევრო) აღემატება, რომელიც "ბარსელონადან" პსჟ-ში გადავიდა.

ლონდონური კლუბის პრეზიდენტს დენიელ ლევის კი არამარტო კეინის შენარჩუნება სურს, არამედ გუნდის მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოსი, რომელიც ასევე "რეალის" ინტერესთა სფეროშია.

კეინის კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2022 წლამდეა, ინგლისელ ფეხბურთელს უფრო ნაკლები ხელფასი აქვს, ვიდრე ლონდონის "ჩელსის" ახალწვეულს როს ბარკლის. "ტოტენჰემი" არაა წინააღმდეგი კეინს
ხელფასი კვირაში 200 ათას ფუნტამდე გაუზარდოს.

რაც შეეხება პოჩეტინოს, ის პრემიერლიგაში ყველაზე ნაკლებადანაზღაურებადი მწვრთნელია.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული