Don Balon: გარეთ ბეილის მსურველთა გუნდს "ლივერპულიც" შეუერთდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" უელსელი ლეგიონერის გარეთ ბეილის, "სანტიანგო ბერნაბეუდან" შესაძლო აბარგებაზე საუბრები არ წყდება.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" სურდათ.

დღეს კი ესპანურმა პრესამ იუწყა, რომ ამ კლუბების რიგს "ლივერპულიც" შეუერთდა.

იურგენ კლოპი, ფილიპე კოუტინიოს შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ასეთად, სწორედ ბეილი ესახება.

შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ მადრიდის "რეალში" საკადრო წმენდას, გუნდის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესიც გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული