ფეხბურთი

ტრანსფერი

"ნაპოლიმ" ბრაზილიელი ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
იტალიურმა "ნაპოლიმ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი ტრანსფერი სრულყო.

ამიერიდან, "სან პაოლოზე" ბურთს ბრაზილიელი ფორვარდი ვინისიუსი გააგორებს.

22 წლის შემტევი პორტუგალიის მე-2 ლიგის ბოლოადგილოსანი "რეალ სპორტის" ღირსებას იცავდა.

საინტერესოა, რომ აღნიშნულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში სულ 23 გოლი გაიტანა, საიდანაც 11 ბურთი ვინისიუსის ანგარიშზეა.

ფეხბურთელი ნეაპოლში დღეს ჩავიდა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.