BBC-ის ნაცვლად NHL - რევოლუცია "რეალში", რას გეგმავს ფლორენტინო პერესი?

AutoSharing Option
ესპანურმა გავლენიანმა გამოცემა "მარკამ" დღეს სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

გამოცემის მტკიცებით, მადრიდის "რეალის" შემტევი ტრიო, რომელიც BBC-ის სახელით არის ცნობილი, დაიშლება.

გარეთ ბეილი, კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო, დიდი ალბათობით, "სამეფო კლუბს" ზაფხულში დაემშვიდობებიან.

მათ ჩანაცვლებას კი პერესი NHL-ის ტრიოთი აპირებს.

ანუ მადრიდელთა სამიზნეები ნეიმარი, ედენ აზარი და რობერტ ლევანდოვსკი იქნებიან.

ფლორენტინო პერესი სხვა ფეხბურთელებთანაც აპირებს გამომშვიდობებას.

ასე რომ, მადრიდში ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული