ტურინის "იუვენტუსს" ლონდონის "არსენალის" მცველის შეძენა სურს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსს" ლონდონის "არსენალის" მცველის, ჰექტორ ბელერინის შეძენა სურს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.  22 წლის მცველი მასიმილიანო ალეგრის დაცვის ხაზის ერთ-ერთ მომავალ ლიდერად ესახება.

ბელერინი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია, "არსენალში" კი 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს.

დღესვე გავრცელებული კიდევ ერთი ცნობით, "ბებერი ქალბატონი" გაძლიერებას კიდევ ერთ პოზიციაზე აპირებს.

ჯიჯი ბუფონის წასვლის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის მეკარე ვოიცეხ შჩესნი გახდება, მის დუბლიორად კი "იუვენტუსში" ესპანიოლის" კარის დარაჯის, პაუ ლოპესის მიწვევა სურთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული