Diario Sport: შეთანხმება მიღწეულია - მასკერანოც ჩინეთში წავიდა

AutoSharing Option
ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" მცველი ხავიერ მასკერანო კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში განაგრძობს.

"ჰებეი", 33 წლის არგენტინელის სანაცვლოდ, 10 მილიონ ევროს გადაიხდის.

სამხრეთამერიკელის ტრანსფერი კატალონიელთა გუნდში იერი მინას მოსვლამ უფრო დააჩქარა.

მასკერანო "ბარსელონას" რიგებში 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა.

"ჰებეის" მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი თავკაცობს.

კლუბში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც - სტეფან მბია, ჟერვინიო და ეზეკიელ ლავეცი არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული