ნიკოლოზ საბანაძე ირანის ჩემპიონატის ბოლოადგილოსან კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
გერმანული სააგენტო transfermarkt-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ საბანაძე კარიერას ირანში გააგრძელებს.

საბანაძემ კონტრაქტი ირანულ "სიაჰ ჯამეგანსთან" გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი საბანაძემ "სამტრედიაში" გაატარა, თუმცა კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში ამოეწურა.

"სიაჰ ჯამეგანი" ირანის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 18 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა. საბანაძის გუნდს ჩემპიონატში მხოლოდ 2 მოგება აქვს.

აღსანიშნავია, რომ საბანაძე გახდება მე-4 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ირანის ჩემპიონატში ითამაშებს.

ამჟამად ირანში თამაშობენ გიორგი გველესიანი, კახა კაკაშვილი და საბა თავაძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სად ჯანდაბიდან იციან გერმანელებმა ამ მე-100 ხარისხოვანი ტრანსფერის შესახებ??
nika
22:34 08-01-2018
0
გურჯესტანის ჩემპიონატში ნათამაშები კაცი ირანში რომ გადავა დიდი წარმატება მგონია მე
ზურა
20:17 08-01-2018
1
სიახლეები პოპულარული