დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
34 წლის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი თბილისის "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქგვერდმა" გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ტატანაშვილმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით, 1+1 სისტემით გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ტატანაშვილი წლევანდელ ეროვნულ ლიგაში საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას იცავდა, სადაც 15 გოლი გაიტანა.

2004-05 წლების სეზონიდან მოყოლებული, ამპლუით თავდამსხმელმა მეტოქეთა კარის აღება სულ 134-ჯერ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
saburtalo ise zlierdeba, rom gavardes ar gamikvirdeba))))
qomagi
17:09 28-12-2017
0

სიახლეები პოპულარული