არსენ ვენგერი: მსურს, რომ ოლივიე ჟირუ ლონდონის ''არსენალში'' დარჩეს

AutoSharing Option
ლონდონის ''არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ოლივიე ჟირუს შესახებ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისი სურვილია, 31 წლის ფორვარდი ''მეთოფეთა'' რიგებში დარჩეს.

''ჟირუ ჩემთვის მხოლოდ სათადარიგოთა შორის მყოფი ფეხბურთელი არ არის. იგი ძალიან კარგი მოთამაშეა.

მე ძალიან ბევრი შემტევი მყავს და არ შემიძლია ყველა ერთად ვათამაშო.

ჟირუს ძალიან დიდ პატივს ვცემ და იმედი მაქვს, რომ ''არსენალში'' დარჩება'', - განაცხადა ვენგერმა.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული