მესუთ იოზილის არჩევანი: ახალი კონტრაქტი, ან უფასოდ წასვლა

AutoSharing Option
ლონდონის ''არსენალის'' ნახევარმცველი მესუთ იოზილი მსურველების რაოდენობას არ უჩივის. გერმანელ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს ამჟამინდელი კლუბი სთავაზობს. ამასთან ერთად, მისი შეძენა ''ბარსელონას'' და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურთ.

იოზილს ''არსენალთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ლონდონელები მას კვირაში 275,000 ევროს სთავაზობენ, თუმცა 29 წლის ნახევარმცველს ჯერჯერობით შეთავაზებაზე არ უპასუხია.

''ბარსელონა'' და ''მანჩესტერი'' კი ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებას იანვარშივე სთავაზობენ,  თუმცა ამ შემთხვევაში იოზილი ''არსენალს'' ზაფხულში დატოვებს და სხვა გუნდს უფასოდ მიაშურებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული