ლონდონის ''ჩელსის'' ალექსანდრ გოლოვინის შეძენა სურს

AutoSharing Option
ლონდონის ''ჩელსის'' მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველის ალექსანდრ გოლოვინის გადაბირება სურს. რუსი ფეხბურთელით ''არისტოკრატთა'' თანაქალაქელი ''არსენალიცაა'' დაინტერესებული, თუმცა, ინგლისურ პრესას თუ დავუჯერებთ, საწადელის მიღწევასთან უფრო ახლოს ანტონიო კონტეს კლუბია.

''ჩელსის'' სურვილია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გოლოვინი გამოსყიდვის პირობით ინათხოვროს.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 15 მილიონი ევრო სახელდება

გოლოვინი ცსკა-ს აღზრდილია და 21 წლის ფეხბურთელს ''არმიელთა'' რიგებში ჩატარებულ 70 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.


მომზადებულია metro.co.ok-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული