ტრანსფერ-ONLINE: 24 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:05. "ლივერპულმა" მოიფიქრა დაცვის გაძლიერება და გაამზადა 20 მილიონი ევრო "შალკედან" ბენედიკტ ჰიოვედესის შესაძენად. 29 წლის გერმანელზე ასევე პრეტენზიას აცხადებს "იუვენტუსი".

13:23. "პარი სენ-ჟერმენი" "მონაკოს" იულიან დრაქსლერს სთავაზობდა მბაპეს სანაცვლოდ, მაგრამ გერმანელმა უარი განაცხადა. თუმცა, პარიზელები მაინც შეელევიან ნახევარმცველს - Get Football Nets France-ი წერს, რომ ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს "ბაიერნთან".

13:23. "ბარსელონა" და "ბაიერნი" "პალმეირასის" კოლუმბიელ მცველ იერი მინასთვის იბრძვიან. ჯერჯერობით კონკრეტული წინადადება ესპანელებმა გააკეთეს - 7 მილიონი ევრო შესთავაზეს.

13:58. ოფიციალურად! "რუბინის" ნახევარმცველი სამუელ გარსია "ლევანტეში" გადავიდა. რუსებმა
ფეხბურთელი უფასოდ გაუშვეს და გარსიამ ესპანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

14:10. "მანჩესტერ სიტიმ", სავარაუდოდ, მიაღწია საწადელს და 35 მილიონად შეიძენს ჯონი ევანსს.

14:33. ანდრე გომეში მალე "იუვენტუსში" გადავა. ტურინელებმა "ბარსელონასთან" ორწლიან იჯარაზე მიაღწიეს შეთანხმებას.

15:06. ოფიციალურად! "ჰადერსფილდმა" იჯარით აიყვანა "ინგოლშტადტიდან" ფლორან ჰადერჯონაჟი. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა ძალაში.

15:40. "მანჩესტერ სიტი" იბრძვის "ესპანიოლის" მცველ აარონ მარტინისთვის. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა - 45 მილიონი ევრო.

15:56. "ნიუკასლის" კონკურენტი "სამპდორიას" ნახევარმცველ დენის პრატისთვის ბრძოლაში გახდა "ევერტონი".

16:19.  "ბენფიკას" ფორვარდი რაულ ხიმენესი "მონაკოს" აინტერესებს. ასევე, 26 წლის მექსიკელზე პრეტენდენტები არიან - "ევერტონი", "ანდერლეხტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ვესტ ჰემი". ფასი - 50 მილიონი ევროა.

16:40. "კრისტალ პალასი" ცდილობს "ტოტენჰემიდან" ვორმის შეძენას. 34 წლის ჰოლანდიელი მეკარე ლონდონურ კლუბს მას შემდეგ უნდა, რაც სტივ მანდანდა "მარსელში" დაბრუნდა.

17:46.  ოფიციალურად! "რაპიდის" მცველი მაქსიმილიან ვებერი "აიაქსში" გადავიდა. 19 წლის ავსტრიელი ამსტერდამელებს 7.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. კონტრაქტი ოთხწლიანია.

17:55. "ინტერი" მოლაპარაკებებს აწარმოებს "მანჩესტერ სიტის" მცველ ელიაკიმ მანგალასთან. ფეხბურთელი მილანურ გუნდში იჯარით წავა.

18:15.  "ბარსელონას" ნახევარმცველი სერხი სამპერი იჯარით წავიდა "ლას პალმასში". 22 წლის კატალონიელი სეზონის ბოლომდე დარჩება ახალ გუნდში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული