ყაზახური გამოცემა sports.kz აქვეყნებს ადგილობრივი პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური ნახევარმცველების სიას, რომლის სათავეშიც ქართველია.
Transfermarkt-ის მიხედვით, ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი "ტობოლის" ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი გახლავთ. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყველაზე ძვირადღირებულ ცენტრალურ ნახევარმცველთა შორის ვერ მოხვდა.
27 წლის ნიკა კვეკვესკირი "ტობოლის" რიგებში მე-4 სეზონს ატარებს. ის ყაზახურ კლუბს 2017 წელს შეუერთდა. გუნდს ყაზახეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 2 მატჩი აქვს გამართული და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს.