საქართველოს თასი: 1/2-ფინალში "დინამო" და "ჩიხურა" გავიდნენ

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ოთხივე მეოთხედფინალისტი ცნობილია. საუკეთესო ოთხეულში ადგილი, დღეს, საჩხერის "ჩიხურამ" და თბილისის "დინამომ" მოიპოვეს.

"ჩიხურამ" გორის "დილა" იოლად დაამარცხა. საჩხერელებმა პირველი ტაიმი, ტატანაშვილისა და სარდალიშვილის გოლებით, 2:0 მოიგეს.

მე-2 ნახევრის დასაწყისში, "დილას" სიტუაციის გამოსწორების კარგი შანსი მიეცა, მაგრამ გორელებმა ვერც მეტოქის მეკარის გაძევებით იხეირეს და ვერც თერთმეტმეტრიანით, შეხვედრის დარჩენილ დროში კი კიდევ ერთი გოლი გაუშვეს.

"რუსთავსა" და თბილისის "დინამოს" შორის უფრო ძლიერის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო. უგოლო ჯერ 90 და შემდეგ 30 წუთის შემდეგ,
რუსთაველებმა ვერც პენალტებში გაიტანეს - ნუკრი რევიშილმა 3 დარტყმა მოიგერია. სამაგიეროდ, სამივეჯერ ზუსტები იყვნენ თბილისელები და დარჩენილ 2-2 დარტყმას აზრი დაეკარგა.

"ჩიხურა" და "დინამო" "იმერეთსა" და "ტორპედოს" შუერთდნენ, რომლებმაც თასის 1/2-ფინალის საგზური გუშინ მოიპოვეს.

ჩიხურა - დილა 3:0
ჩიხურა
: დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, პაპუნა ფონიავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი ივანიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, შოთა კაშია
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დილა: მიხეილ მუჯრიშვილი, გოდერძი მაჩაიძე, ლუკა რაზმაძე, გოგიტა გოგატიშვილი, თენგიზ წიქარიძე, ლევან ნონიკაშვილი, ოთარ კუსიანი, ალიუ აბუბაკარი, ალექსანდრე კვახაძე, ფლავიო ნუბიო, ჟან დერეტი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი 38, 2:0 მიხეილ სარდალიშვილი 43, 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი 74
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: თენგიზ წიქარიძე 56
გაძევება: დინო მაზიჩი 56



რუსთავი - დინამო თბ. 0:0 (პენ. 0:3)
რუსთავი
: მიხეილ ალავიძე, ავთანდილ ბრაჭული, გიგა სამხარაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, ზვიად მეტრეველი, ავთანდილ გუჯაბიძე, ნიკოლოზ აფაქიძე, ირაკლი გოგინაშვილი, ზაზა ციცქიშვილი, თორნიკე კირკიტაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
დინამო თბ: ნუკრი რევიშვილი, ლაშა თოთაძე, ლევან გეგეჭკორი, ბაქარ ქარდავა, ბექა მიქელთაძე, აკაკი შულაია, ლაშა ქოჩლაძე, ლაშა სალუქვაძე, მიკოლა კოვტალიუკი, დავით კობოური, ნიკა ნინუა
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 1 /
არბიტრებმა რა დააშავეს, ამ მატჩისთვის არ უშრომიათ? მხოლოდ შეცდომის დროს გულშემატკივრების გასაღიზიანებლად რომ ახსენებთ
1

სიახლეები პოპულარული