საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია

AutoSharing Option
12 სექტემბერს ხონში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

"იმერეთი" "ნორჩ დინამოს" შეხვდა. მატჩი ფრედ ანგარიშით 2;2 დასრულდა. ანგარიში პენალტით მე-15 წუთზე ვლაიდმერ ჯოჯუამ გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე ალექსანდრე სულაძემ გაათანაბრა. 49-ე წუთზე კი ანზორ კალაძემ "ნორჩი დინამო" წინ გაიყვანა. შეხვედრის დასრულეაბმდე 5 წუთით ადრე ირაკლი საღარეიშვილმა ანგარიში 2:2 გახადა.

დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "იმერეთმა" 4:2 იმარჯვა და თასის ნახევარფინალში გააღწია.

ხონი, ცენტრალური სტადიონი
იმერეთი-ნორჩი დინამო 2:2
გოლები: 0:1 ვლადიმერ ჯოჯუა (პენ.15), 1:1 ალექსანდრე
სულაძე (22), 1:2 ანზორ კალაძე (49), 84 ირაკლი საღარეიშვილი

დისკვალიფიკაცია: ილია პავლიაშვილი (ნორჩი დინამო)

ძირითადი შემადგენლობები
იმერეთი: 1. მეძველია, 4. გ. ლობჟანიძე, 6. ძაგანია, 8. ი. საღრიშვილი, 9. ხმელიძე, 19. სულაძე, 13. ხელაძე (ჩ), 19. მანაგაძე, 21. ნიკურაძე, 28. ხანთაძე, 77. კუხალაშვილი

სათადარიგო სკამი
იმერეთი: 12. ჯოხაძე, 7. კოხრეიძე, 11. ს. ბაბუნაშვილი, 15. ხეცურიანი, 17. მუშკუდიანი, 30. ევსანჯია, 44. ძაძამია

მთ. მწვრთნელი: დათო ჭელიძე

ნორჩი დინამო: 49. მიქავა, 3. კალაძე, 5. თოდუა (ჩ), 6. ბეროშვილი, 8. ჯოჯუა, 9. ფიფია, 10. დეისაძე, 13. ძამსაშვილი, 14. გოგობერიშვილი, 17. გ. კაშია, 19. ზ. ლობჯანიძე
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

ნორჩი დინამო: 1. ლომსაძე, 15. შენგელიძე, 18. ბუკია

მსაჯები: გ. ავაზაშვილი, კ. სადილიანი, ი. მაჩიტიძე, კ. გიორგაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული