"მისი ხელფასი იმდენად დაბალია, გეტყვით და გაგეცინებათ..." - კალაძემ სანიოლზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედის კვირასთან" ინტერვიუში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელზე ვილი სანიოლზე ისაუბრა. "მილანის" ყოფილ მცველს ვალუტა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ სანიოლის ხელფასი თვეში 20 000-ს შეადგენს.

"რას ვაფასებ ამ ადამიანში ყველაზე მეტად? მისთვის თანხა, ფინანსები მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, პირიქით... რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ. მისი ხელფასი 20 000-ია. დიდი შანსია, ვერ გვენახა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ამ თანხის სანაცვლოდ ნაკრების გაწვრთნას დათანხმდებოდა", - განაცხადა კალაძემ ფრანგ სპეციალისტზე საუბრისას.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში
2021 წლის თებერვალში ჩაუდგა. ფრანგი სპეციალისტი სხვადასხვა დროს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებს, "ბორდოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" (მწვრთნელის თანაშემწის რანგში) წვრთნიდა.

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

ასევე დაგაინტერესებთ