თბილისის "დინამომ" "ვალმიერას" 2:0 მოუგო

AutoSharing Option
დღეს თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მესამე ტესტ-მატჩი ჩაატარეს, რომელშიც ლატვიურ "ვალმიერას" დაუპირისპირდნენ.

თავიდანვე აღსანიშნავია, რომ თბილისელებს სათამაშო უპირატესობა მატჩის სტარტიდან ბოლომდე ხელთ ეპყრათ. თავად შეხვედრის დაწყებამდე კი გუნდებმა წუთიერი დუმილით ვაჟა აზარაშვილისა და ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დედაქალაქელებმა თავიდანვე შეუტიეს და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ანგარიშიც გახსნეს. ტაიმის შუაში ზუსტი დარტყმით ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფორვარდი ვახო სალია გამოირჩა. ცოტა ხანში ჯესი აკილას შეეძლო დინამოელთა ორი ბურთით წინ გაყვანა, კარგადაც შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა მეკარეს ვეღარ აჯობა. მოედნის ცენტრში დომინიკ საიმონისა და
ლევან ოსიყმაშვილის დუეტი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეს სახიფათო შეტევის საშუალებას არ აძლევდა. მეორე ტაიმში დინამოელთა რიგებში ცვლილებებიც ვიხილეთ. ერთ მომენტში ვალმიერას მწვავე შეტევაც განხორციელდა, მაგრამ სახიფათო დარტყმა მათე საურიმ კუთხურზე მოიგერია. აღსანიშნავია დავით სხირტლაძის, ჯადული იობაშვილის და ოსკარ სანტისის სახიფათო შეტევები, ამ უკანასკნელმა ძელსაც გაარტყა ბურთი. საბოლოოდ კი გვატემალელის გადაცემით შეხვედრის ბოლოსკენ დავით სხირტლაძემ მეორედ აიღო ლატვიელთა კარი და მატჩიც 2-0 დასრულდა.

ანდრეს კარასკოს გუნდი 9 და 10 თებერვალს დაისვენებს, ხოლო 11 თებერვლიდან თურქული შეკრების მეორე ეტაპი დაიწყება. 13 თებერვალს "დინამო თბილისი" "დინამო კიევს" შეხვდება.

დინამო: ბერუაშვილი, კალანდაძე, აკპუჯე, მაისურაძე, ლოპესი, ოსიყმაშვილი, რომანოვსკი, საიმონი, ლომთაძე, სალია, აკილა

შეცვლაზე შევიდნენ: საური, ჰარუნა, გოგნაძე, სალუქვაძე, უგრეხელიძე, აფციაური, სიხარულაშვილი, სანტისი, იობაშვილი, სხირტლაძე

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხალხო რამენაირად ეს ფიფია მოვაშოროთ დინამოდან თუ არაა მალე დინამო აღარ იარსებებეს გაბოროტებულია ეს კაციი(ფიფია)და შურის ძიების მიძნით დაყიდა ყველაფერიი არაფერი აღარ დატოვა დინამოში....
Nikoloz
10:37 10-02-2024
0
კარგი ლეგიონერი კაია და უნდა იყოს კიდეც!!! მაგრამ დინამოში რო ლეგიონერები არიან ეგენი სანმარინოს კლუბებსაც არ აკმაყოფილებს....
სიმართლე
12:05 09-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული