გარდაიცვალა დიდი კომპოზიტორი და ლეგენდად ქცეული "დინამო", "დინამოს" ავტორი ვაჟა აზარაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი სოციალური ქსელით იტყობინება, რომ 87 წლის ასაკში ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა.

ვაჟა აზარაშვილი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, სწორედ მას ეკუთვნის განუმეორებელი სიმღერა "დინამო", "დინამო", რომელიც ქართული ფეხბურთის გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს.

sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.