"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი არაბიძის შესახებაც ისაუბრა.

კერესელიძის თქმით, მომდევნო კვირას ქუთაისური კლუბი, დიდი ალბათობით, ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერს დაადასტურებს, ამის შემდეგ კი არაბიძეს "ტორპედოს" დატოვება შეეძლება.

მომდევნო კვირაში ქუთაისის ტორპედო ბრაზილიელ შემტევს დაიმატებს. თუ ეს გამოვა, დავთანხმდებით გიორგი არაბიძის გაყიდვას. მას 3 ევროპული კლუბის შეთავაზება აქვს, თუმცა თავად აზიაში წასვლა სურს.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემი აზრით, გიორგი არაბიძე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იყო, არა საქართველოს ჩემპიონატში, მთლიანად ქვეყანაში. შესაძლოა მიკერძოებული ვარ", -
განაცხადა კერესელიძემ.

შეგახსენებებთ, არაბიძე "ტორპედოს" 2022 წელს, პორტუგალიური "ნასიონალიდან" შეუერთდა.

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

altვინ გააძლიერებს საქართველოს ნაკრებს - ქოჩორაშვილი და არაბიძე სანიოლის სიაში? - სიახლეები აუცილებელია!..

მკითხველის კომენტარები / 40 /
დავიწყოთ იმით, რომ თავად სტატია არის არასწორად მოწოდებული მკითხველამდე. გადადით დავით კერესელიძის სტუმრობის ეპიზოდზე იმედში, სადაც ისაუბრა არაბიძის შესახებ და ნახავთ რას ამბობს რეალურად. არ უხსენებია საუდის არაბეთი, ახსენა ზოგადად აზიაში სურს თამაშიო. არის ევროპული ქვეყნებიდან შემოთავაზება, მაგრამ მას აზიაში სურს თამაშიო. აზიის რომელ ქვეყანაში ეგ არ დაუკონკრეტებია. პოლონეთის და ბალტიის პირეთის ქვეყნების გუნდებში თამაშს ბევრი აზიური ქვეყნის კლუბში თამაში სჯობს. გააჩნია რომელი ევროპული ქვეყნიდან აქვს შემოთავაზება და რომელი აზიური. ან ამ ბიჭს რას ერჩით? საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი გასულ სეზონში და მეტი რა უნდა გაეკეთებინა? თუ ფორმაში იქნება და ნაკრებს გამოადგება სადაც უნდა იქ ითამაშოს, რა პრობლემაა? აზერბაიჯანის და პოლონეთის ჩემპიონატებიდან რომ ვიძახებდით ნაკრებში ფეხბურთელება, რომელი სჯობს თუნდაც საუდის არაბეთის ლიგას ეგეც მითხარით რა. ქვეყანას თუ სიკეთეს მოუტანს და ნეკრებს გამოადგება, სად ითამაშებს კლუბში რას დაეძებთ? თქვენი ინტერესი ნაკრების წინსვლაა თუ კონკრეტული ფეხბურთელის ჯიბე? მეც ძალიან მინდა ტორპედოში დარჩეს მაგრამ, თუ ბევრად უკეთესი ჩემპიონატიდან და უკეთესი პირობებით ექნება შემოთავაზება, ეგოისტი უნდა იყო კაცი მხარი არ დაუჭირო. საბოლოო ჯამში ნაკრებს ხომ გამოადგება რაც მეტი ფეხბურთელი გვეყოლება კარგ ფორმაში? რა დაგიშავათ ამ ბიჭმა რომ ლანძღავთ? ნაკრებზე უარი თქვა, სადმე საქართველოს საწინააღმდეგო გააკეთა რაიმე თუ რა ხდება? შანსიც არ მიეცა ნაკრებში თავი წარმოეჩინა და რას თხოვთ? სადაც მიეცა საშუალება კიც გამოჩნდა როგორც ითამაშა.
სიმართლე უნდა ითქვას
04:07 29-01-2024
2
არაბიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია მაგრამ არ გვინდა ეხლა ყველას ჯობია ასეთია ისეთია. ვიცი ბევრი მეგობარი შემოდის და აპიარებს ზოგს არც ესმის რას წერს. საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონატიდან რომლის ჩემპიონი მუშებს და მებაღეებს ვერ უგებს.და რეიტინგში ანდორას უსწრებს მარტო. ეხლა რომ წავიდეს ფარერებზე იტყვით ეს სად წავიდაო. არადა ჩვენზე წინ არიან. კარგი ფეხბურთელია მაგრამ ჩვენთან.
გარეთ ინგლისის 4 ლიგაშიც ნახავ ისეთ რომელიც აქ კარგი იქნება.
გიორგი
03:06 29-01-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული