საქართველოს ვეტერანთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდის ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნაკრები ნორვეგიაში გამართულ ვეტერანთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა.

ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ნაკრებში სხვადასხვა დროს მოთამაშე ფეხბურთელების შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ლომაია, ალექსანდრე იაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე კობახიძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი განუგრავა, დავით სირაძე.

ტურნირის პირველ დღეს, ვეტერანთა ნაკრებმა, ნორვეგიის ვეტერანთა ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა, მეორე გამარჯვება კი უკრაინის წინააღმდეგ 3:2 მოიპოვა. მეორე დღეს, ფინეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ანგარიშით 6-1 დასრულდა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ, ფარერის კუნძულების ვეტერანთა ნაკრებთან შეხვედრა კი, საქართველოს ნაკრებმა
3:1 მოიგო.

ოთხიდან ოთხი გამარჯვებით საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ჩვენ ვეტერნებს!
გიზოგ
08:05 28-01-2024
2
უკრაინას რატო მოუგეს მაგ პუტინის მონებმაა P
zura222
21:52 27-01-2024
21

სიახლეები პოპულარული