"ჩემს ფეხბურთელს პრობლემა შეუქმნა" - ოსიმენის აგენტი ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის გუშინდელ განცხადებას საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოეხმაურა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ნიგერიელის აგენტმა რობერტო კალენდამაც გააკეთა.

კალენდას თქმით, ჯუღელის განცხადება მიუღებელი და არასწორია.

"ყველა საკუთარი სახლისკენ უნდა იყურებოდეს და სხვის შრომას პატივი სცეს. სხვა მოთამაშეების მომავალზე საუბარი არასწორია, ეს პრობლემებსა და გაუგებრობას ქმნის.

მისი სიტყვები მიუღებელია, ჯუღელის განცხადებამ ჩემს კლიენტს ყოველგვარი მიზეზის გარეშე პრობლემები შეუქმნა.

ჩვენ "ნაპოლისთან" კონტრაქტი ახლახან გავახანგრძლივეთ, ვიქტორის ერთადერთი სურვილი "პარტენოპეის" დახმარებაა", - ციტირებს კალენდას სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, ჯუღელმა "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში გეგმავს.

alt"ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ" - ოსიმენმა ჯუღელს უპასუხა

alt"წინასწარ გეტყვით, ოსიმენი სად წავა... ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, ამას არ იზამს" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს რო უტვინო იყო ვიცოდი მაგრამ ასეთი?ძალიან დაბალი დონის აგენტი და ძალიან დაბალი დონის ადამიანი.ჩვეულებრივი ჭორიკანა კაცი ხარ.დაეტიე რა შენს ერთ ადგილას.რა შენი საქმეა ვინ სად წავა და რას იზამს.მიხედე შენს საქმეს თუ შეგიძლია მაგრამ რაც შეგიძლია კი ვხედავთ!
ლაშა
12:37 12-01-2024
1
არიკარებს მისაწიერზე ჯუღელს როგორც გავიგე და ამიტომ რაღაცნაირად გასულიყო სვიაზზე სპეცომ გააკეთაა ეს ყველაფერიი.... :
სიმართლე
11:12 12-01-2024
1

სიახლეები პოპულარული