შოთა არველაძე: მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს

AutoSharing Option
ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე "ფატიჰ კარაგუმრუქის" მთავარი მწვრთნელია. ამის შესახებ ინფორმაცია ვეტერანმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა კარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას, ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და
იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ", - წერს არველაძე.

შეგახსენებთ, "კარაგუმრუქი" თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.

altოფიციალურად: შოთა არველაძე "ფატიჰ კარაგუმრუკის" მთავარი მწვრთნელია

alt"ვფიქრობდი, რომ "აიაქსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს მალევე დაიმკვიდრებდა" - შოთა არველაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჰ შოთა სამწუხაროდ რეგრესია შენს კარიერაში,მხოლოდ უზბეკებს და თურქ ნაცნობებს ახსნდებათ რომ მწვრთნელი ხარ.სამწუხაროა...ასევე დიდი რეგრესი აქვთ ცხადაძეს და ქეცბაიას,ცხადაძე მხოლოდ აზერბაიჯანში და ყაზახეთში ახსენდებათ,ბოლო კლუბი კასპიი კი სრული კატასტროფა იყო როგორც მწვრთნელისთვის.საქართველოს ნაკრების მერე ვერსად ივარგა.ასევე ქეცბაც მხოლოდ კვიპროსში ახსოვთ სამწუხაროდ.ისიც შედეგი რა აქვს რვიდან რვა წაგება.ქართული საწვრთნელი სკოლა კატასტროფის წინაშეა ზოგადად.ქართველ მწვრთნელს გუნდი არ ენდობა ან არ ანდობენ....
Master
16:16 13-12-2023
5
აფერისტ!
მწვრთნელი
15:25 13-12-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული