"ამ ფულის გამოყენება თავად მოუწიათ, დეკემბერში კი ყველა დავალიანებას გაისტუმრებენ" - "TST სპორტის" ექსკლუზივი ფეხბურთის ფედერაციასა და ქართულ კლუბებს შორის დავალიანებაზე

AutoSharing Option
უკვე შეიტყობდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართულ კლუბებს შორის არსებულ დავალიანებაზე (გორის "დილა", "დინამო თბილისი", ბათუმის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო"). სწორედ ეს გუნდები იცავდნენ საქართველოს ღირსებას ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. აქედან გამომდინარე UEFA-მ ამ გუნდებისთვის გათვალისწინებული თანხა დაახლოებით 4 თვის წინ ჩაურიცხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რათა ამ 4 გუნდისთვის გადაერიცხათ.

საბოლოოდ კი მოხდა ისე, რომ ეს ფული არცერთ გუნდამდე არ მისულა. როგორც "TST სპორტს" სანდო წყარო უყვება, გუნდებმა მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თუმცა ამ უკანასკნელმა გუნდებს განუმარტა, რომ
დეკემბრამდე აღნიშნულ თანხას ვერ მისცემდნენ, რადგან ამ ფულის გამოყენება თავად მოუწიათ, დეკემბერში კი ყველა დავალიანებას გაისტუმრებდნენ.

"ჯერჯერობით ამ თემაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ვინმე უმიზეზოდ დავადანაშაულოთ, უბრალოდ გვინდა ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე გაირკვეს და მოგვარდეს" - წერს "TST სპორტი" საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".

წყარო: TST სპორტი
მკითხველის კომენტარები / 45 /
გთხოვთ ჩემი კომენტარი სსფ-ზე არ გამოაქვეყნოთ, იმიტომ რომ შეიცავს უხამსობას, დისკრეტიდაციას და შეურაცხყოფას დიდი დოზით. მადლობა.
სანდრო
15:44 23-11-2023
1
ამ შენობის ადგილას გოგრა თუთის ხე იდგა და მაინცდამაინც ის ხე მოიჭრა, არადა ჯობდა არ მოჭრილიყო…
ლაშა
12:42 23-11-2023
0

სიახლეები პოპულარული