"ეს ჩემი ბიჭი "კარვაჰარვაა", მასში ჩემს თავს ვხედავ" - IShowSpeed-ი ხვიჩას ვიდეოზე გაგიჟდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილმა იუთუბერმა IShowSpeed-მა საკუთარ არხზე ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს იმ მომენტს მიადევნა თვალყური, სადაც ქართველი მის შესახებ "საქართველოს ბანკთან" ინტერვიუში საუბრობს.

"კვარამ" ამერიკელი არაერთი სასიამოვნო ეპითეტით დაახასიათა, რაც IShowSpeed-ისთვის შესანიშნავი მოსასმენი აღმოჩნდა.

"ეს ჩემი ბიჭი "კარვაჰარვაა". აი, ამიტომ მომწონს, ხვიჩა იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას ვერავინ შეეხება, როცა საქმე ბურთის კონტროლს ეხება. იცით, ხვიჩა ჩემს ბავშვობას მახსენებს. ამიტომ მას პატივს ვცემ.

მეც შენსავით ვთამაშობდი და მუდამ ვეძებდი მოედანს, ფეხბურთელებს, მცველებს. გააგრძელე, რასაც აკეთებ, ძმაო", - ამბობს ცნობილი იუთუბერი ვიდეოში.

შეგახსენებთ, IShowSpeed-ი
"ნაპოლის" გარემარბს რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ქალაქ პარიზში, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეხვდა.

ვიდეო: @misho_ghvanidze

altIshowspeed-მა მამუკა ჯუღელი გააოცა - სახალისო კადრები მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ოქროს ბურთი" მესიმ მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი მაინტერესებს კრიალას ქაღალდების მფლობელი ვინაა რომ გააწყალა გული ამ რეკლამამ .....ტვალეტის ქაღალის რეკლამა აღარ გამიგია!!!!
თქვენ
15:31 20-11-2023
1
IShowSpeed-ი მაგარია
განათლების მინისტრად იქნება კარგი!
გიგი
15:21 20-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული