"შოტლანდიასთან მატჩამდე 2-ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა.." - ხვიჩა კვარაცხელიას დასაფასებელი საქციელი

AutoSharing Option
გუშინ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მასპინძელთაგან თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, "ნაპოლის" გარემარბმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

Geo Team-ის ცნობით, შოტლანდიასთან დაპირისპირებამდე 2 დღით ადრე საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე "კვარამ" თავის არეში მძიმე დარტყმა მიიღო. 

ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე ორჯერ წაიყვანეს, თავის ძლიერი ტკივილებიც აწუხებდა და იყო დიდი რისკი, რომ შოტლანდიასთან მატჩს გამოტოვებდა, თუმცა ხვიჩამ განაცხადა, რომ 16 ნოემბერს, "დინამო არენაზე" თამაში ნებისმიერ შემთხვევაში სურდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე
ადგილზეა და 19 ნოემბერს, ბოლო ტურში, ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.

alt"მაცარი "კვარაშოუს" ყურადღებით აკვირდებოდა - იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

altკვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ