ჯუნეტ ჩაქირი კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე იმუშავებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი ჯუნეტ ჩაქირი კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას შეასრულებს.

უეფას გადაწყვეტილებით, ჯუნეტ ჩაქირი ჩრდილოეთ მაკედონიაში, ადგილობრივი "სტრუგას" და ისლანდიური "ბრეიდაბლიკის" მატჩზე იმუშავებს.

შეხვედრა 24 აგვისტოს ქალქ ოჰრიდში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

GFF.GE