სფფ-ის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე უეფას დელეგატის სტატუსით უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე იმუშავებს.

პლეი-ოფის პირველი ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა "მილანსა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის იტალიაში, სან-სიროზე, 14 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია მუშაობს უეფას დელეგატად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული