"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
35 წლის სლოვაკი ნახევარმცველი იურაი კუცკა კარიერას "სლოვანში" განაგრძობს. ბრატისლაველებმა ის თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარმადან" დაიმატეს და 2-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

ვეტერანი ნახევარმცველი გასულ სეზონში იჯარით "უოტფორდში" ასპარეზობდა. კუცკა ორი სეზონის განმავლობაში "მილანის" ფორმასაც ირგებდა. მას ასევე "ჯენოას" "პარმას", პრაღის "სპარტასა" და "ტრაბზონსპორის" ღირსებაც დაუცავს. 

შეგახსენებთ, რომ "სლოვანის" მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია. ბრატისლაველთა რიგებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც ირიცხებიან.

6 ივლისს ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ "სლოვანს" ესტუმრება.
ასევე დაგაინტერესებთ