მატჩის დღე! შოთა VS რუნი - რამდენად გაურთულებს გზას ქართველი ექსფორვარდი ინგლისელს?

AutoSharing Option
სამშაბათს, 8 თებერვალს (23:45 სთ), ინგლისის ჩემპიონშიპის 31-ე ტურში, "პრაიდ დარქზე", ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო სამწვრთნელო დაპირისპირება შედგება - უეინ რუნი შოთა არველაძის წინააღმდეგ!

"ბირმინგემთან" (2:2) ქულის გადარჩენამ გამორჩეული ინგლისელი ფეხბურთელი და მისი გუნდი თითქოს უკეთეს ხასიათზე მოიყვანა, თუმცა "ჰადერსფილდთან" ისევ (0:2) დამარცხდნენ და ურთულეს სატურნირო მდგომარეობაში არიან - ცხრილში მხოლოდ "ბარნლის" აღემატებიან.

შოთას საქმე გაცილებით კარგადაა, თუმცა ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი სპეციალისტი გუნდს კარგად მოერგოს, საკუთარი ხელწერა დაატყოს და გადარჩენაზე ფიქრის ნაცვლად, მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვება შეძლოს
- მოწინავე ექვსეულთან ახლოს იყოს.

"დერბი" დიდი ხანია, გამარჯვებას ვერ ახერხებს, "ჰალიმ" კი ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3 მოიგო.

რაც შეეხება ამ გუნდების უშუალო დაპირისპირებას - "ჰალმა" "ქაუნთზე" გამარჯვება 2018 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეძლო.

ლიდერები

ქართველი სპეციალისტის გუნდის თამაში დიდწილად კეინ ლევის-პიტერსზეა დამოკიდებული, რომელსაც მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს. 20 წლის შემტევი წინა გათამაშებაშიც მშვენიერი იყო - მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო და 5-ჯერ პარტნიორებსაც გაატანინა. კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელი 22 წლის მცველი ბრანდომ ფლემინგია.

რუნის გუნდში ყველაზე შედეგიანი 28 წლის უელსელი ფორვარდი ტომ ლავრენკია - 6 გოლი, 4 საგოლე პასი. კლუბისთვის მნიშვნელოვანია 24 წლის პოლონელ კრისტიან ბიელიკის მომჯობინება, რომელსაც დიდი ხანი გაუცდა და დაბრუნება გოლით აღნიშნა. 

ბრიტანული მედია რუნის ყოფილ კლუბ "ევერტონს" უკავშირებს, თუმცა ის "დერბის" შუა გზაზე მიტოვებას არ აპირებს. ვნახოთ, შოთა არველაძე მას გზას რამდენად გაურთულებს...

altმოულოდნელად შეცვლილი სიტუაცია - როცა ინგლისისა და გერმანიის ამბები ქართველების გამო გაინტერესებს...

altრუნი დრამატულ მატჩში ულამაზესი გოლით გადარჩა - შოთასთან დაპირისპირება მოახლოვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები შოთის!!!
tngh
15:08 07-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული