"ანორთოსისის" ქამბექი! ქეცბაიას გუნდის მიჯრით მე-5 გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, 19 იანვარს, კვიპროსის თასის მეორე წრეში, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" "პაფოსს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა მარიოს ანტონიადისის (42) ავტოგოლის წყალობით მოიგეს.

მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ და მოწინააღმდეგეს სამი გოლიც გაუტანეს. თავი დენის პოპოვიჩმა (51), ჰოვჰანეს ჰამბარძუმიანმა (70) და ლაზაროს კრისტოდოლოპულოსმა (80) გამოიჩინეს.

გიორგი ლორიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამრიგად, "ანორთოსისი" მეორე ეტაპზე გასვლასთან ახლოსაა. განმეორებითი შეხვედრა 3 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სასიხარულო ფაქტია, რომ ქეცბაიას გუნდს უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან კი ნიქოზიელებმა 5-ში
იმარჯვეს.
ასევე დაგაინტერესებთ