კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება

AutoSharing Option
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება, - იტყობინება "შპს სტადიონი".

"სტადიონის მშენებლობას აქტიურად ვაგრძელებთ. ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესი სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს", - წერს "შპს სტადიონი" თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

არენის პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია და აჭარის რესპუბლიკური ბოუჯეტიდან ფინანსდება.