ბათუმის Uefa-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

AutoSharing Option
ბათუმის საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ამჟამად მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვის სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.

სტადიონი UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

Sportall.Ge

Sportall.Ge


მომზადებულია სამშენებლო კომპანია "ანაგის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით