თემურ ქეცბაია პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
დიდი შანსია, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვარშავის "ლეგიას" დამრიგებელი გახდეს. ამის შესახებ პოლონური და კვიპროსული პრესა აქტიურად იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლეგიას" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი მწვრთნელის, რომაო ჯოზაკის მუშაობით და მისი შეცვლა აქვთ განზრახული.

ქეცბაიასთან ერთად პოლონური კლუბის გარშემო რამდენიმე გვარმა გაიჟღერა, მაგრამ წყაროს ცნობით, ქართველი აღნიშნულ პოსტზე მთავარი კანდიდატია.

ქართველსა და "ლეგიას" პრეზიდენტს შორის შეხვედრა უკვე გამართულა. ქეცბაია ბოლოს რუსულ "ორენბურგს" ედგა სათავეში.

▶ "ანორთოსისის" ყოფილი ფეხბურთელი: თემურ ქეცბაია განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია


მკითხველის კომენტარები / 10 /
თემური უძლიერესი ფეხბურთელი იყო და მაგარი მწვრთნელია, მაგის თაობის დროს რო ასეთი ხელშეწყობა ქონოდათ ფეხბურთელებს...და ბოლოს როგორც თემური იტყოდა ჩემი გაუკვირდა რააა:))))
ზაზა
10:22 19-07-2018
0
წარმატებები თემურ! შენი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო ამ მკვდრების მწვრთნელს ერთი დიდი ჯოხი უნდა ეჭიროს და ისე დასდევდეს რო ერთი ადგილი გაანძრიონ
burusa
09:41 23-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული